მთავარ შინაარსზე გადასვლა
GrantRadar
დახმარება

ხშირად დასმული კითხვები.

უფასო პერიოდი, პაკეტები, გადახდა, წყაროები. ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე: info@grantradar.ge.

პაკეტის არჩევის მომენტიდან (ელფოსტის დადასტურების შემდეგ) 14 დღე გაქვს ზუსტად არჩეული პაკეტის ფუნქციები: საცდელ პერიოდში 3 სრული შეფასების გახსნა შეგიძლია არჩეულ კატეგორიაში. რომელ გრანტზე გახსნა, თვითონ ირჩევ. კაბინეტში ყოველთვის ჩანს, რამდენი დღე დაგრჩა.

სტარტერი (9.90 ₾) დაფინანსების პოვნასა და თვალყურის დევნებას ფარავს; პრო (19.90 ₾) განაცხადის ინსტრუმენტებს უმატებს; ბიზნესი (49.90 ₾) ელფოსტის ავტომატიზაციასა და რამდენიმე პროფილის მართვას. სტუდენტებისთვის ცალკე პაკეტია (19.90 ₾).

კაბინეტში შემოგთავაზებთ შესაბამისი პაკეტის არჩევას. მანამდე შენახული გრანტები და პროფილი არ იკარგება.

დიახ, პაკეტი ნებისმიერ დროს იცვლება; ახალი პაკეტი შემდეგი პერიოდიდან ამოქმედდება.

სიაში შედის მხოლოდ ის შესაძლებლობები, რომლებზეც საქართველოდან შეიძლება განაცხადი. ყოველ გრანტზე გვიწერია, ვის შეუძლია განაცხადი და საიდან არის აღებული ინფორმაცია. თუ პირობა წყაროში გაურკვეველია, ვწერთ „დასაზუსტებელია“ და არა ცრუ პასუხს.

არა. განაცხადს ორგანიზატორის ოფიციალურ საიტზე თავად აგზავნი. GrantRadar გეხმარება სწორი შესაძლებლობის პოვნაში, საბუთების მზაობასა და ვადების კონტროლში.

ბარათის მითითებისას 14-დღიანი უფასო პერიოდი იწყება. ამ ვადის ბოლოს არჩეული პაკეტის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება მითითებული ბარათიდან და შემდეგ ყოველთვიურად განახლდება. გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია. გაუქმების შემდეგ ავტომატური ჩამოჭრა აღარ მოხდება.

არა: გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. სწორედ ამიტომ გაძლევთ 14 დღეს ყველაფრის უფასოდ გასაცნობად: ჩამოჭრამდე შეგიძლია გამოწერა გააუქმო და გადახდა არ მოხდება.

GrantRadar-ის მისიაა, საქართველოში დაფინანსებაზე წვდომა უფრო მარტივი, გამჭვირვალე და თანაბარი გახადოს, რათა არც ერთმა ადამიანმა, ბიზნესმა თუ ორგანიზაციამ არ გამოტოვოს მისთვის შესაფერისი ქართული თუ საერთაშორისო შესაძლებლობა.

ნახე, როგორ გამოიყურება შენი დაფინანსება GrantRadar-ში

შექმენი პროფილი და აირჩიე პაკეტი. პირველი 14 დღე უფასოა.

14 დღე უფასოდ
14 დღე უფასოდ