იპოვე შენი საგრანტო პრაქტიკის შესაფერისი პაკეტი.
ყველა პაკეტზე პირველი 14 დღე უფასოა, ბარათი არ არის საჭირო. ფასები მითითებულია ლარში, თვეში.
სტარტერი
რაც გჭირდება დასაწყებად:
- 3 სრული შეფასება: თვითონ ირჩევ, რომელ გრანტზე გახსნა (შესაბამისობა, მატჩინგი და მზაობა ერთად)
- იპოვე შესაძლებლობები, რომლებიც შენს მიზანს საუკეთესოდ ერგება
- ვადების კალენდარი, რომ არაფერი გამოგრჩეს
- პირველი ორგანიზებული გეგმა: შენახული გრანტები ეტაპებით
პრო
ყველაფერი პაკეტიდან „სტარტერი“, დამატებით:
- 5 სრული შეფასება: თვითონ ირჩევ, რომელ გრანტზე გახსნა
- ნახე, რომელი დონორები აფინანსებენ შენნაირ ორგანიზაციებს
- გეგმა ძიებიდან დაფინანსების მიღებამდე: მზადდება, გაგზავნილი, დასრულებული
- შენიშვნები და ამოცანები ვადებით ყოველ გრანტზე
ბიზნესი
ყველაფერი პაკეტიდან „პრო“, დამატებით:
- შესაბამისობა და მზაობა ყველა ბიზნეს გრანტზე
- ელფოსტით შეხსენება, როცა შენახულ გრანტს ვადა ეწურება
- თანადაფინანსების კალკულატორი და პოტენციური დაფინანსების ჯამი
- ბიუჯეტი და ფაქტობრივი ხარჯი ყოველ გრანტზე, დაგეგმილი ხარჯების აღრიცხვით
- ავტომატური გაფრთხილება ზედმეტ ან ნაკლებ ხარჯვაზე
- ბიუჯეტის ანგარიშის ექსპორტი (CSV) ცხრილების ხელახლა აწყობის გარეშე
- გეგმის ექსპორტი (CSV) და რამდენიმე პროფილი ერთ ანგარიშში
პერსონალიზებული
ყველაფერი პაკეტიდან „ბიზნესი“, დამატებით:
- პერსონალური მხარდაჭერა და ჩართვა
- 50-მდე პროფილი ერთ ანგარიშში, დეპარტამენტებისა და პროგრამებისთვის
- ინდივიდუალური პირობები და ფასი შეთანხმებით
სტუდენტური პაკეტი
ცალკე პაკეტია სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის.
- ყველა სტიპენდია, რაც ბაზაშია: შესაბამისობა და მზაობა ყოველ მათგანზე
- განაცხადის თვალყური: შენახვა, ეტაპები, ვადები, შენიშვნები
- კალკულატორი: რამდენს ფარავს სტიპენდია და რა რჩება გადასახდელი
- სტუდენტური პროფილი: საფეხური, ქვეყნები, მიმართულება, GPA, ენა
კონსულტაცია
პირადი კონსულტაცია განაცხადის მომზადებაში. ერთჯერადი სერვისია და პაკეტისგან დამოუკიდებელია.
„ჩემი განაცხადის გეგმა“
თქვენს პროფილზე მორგებული 5-10 შესაძლებლობის შერჩევა, პრიორიტეტების განსაზღვრა, განაცხადების ინდივიდუალური კალენდარი, საბუთების მომზადების გეგმა და გამოვლენილი ხარვეზების ჩამონათვალი შემდეგი ნაბიჯების რეკომენდაციებით.
მომსახურება მოიცავს მხოლოდ ანალიზს, გეგმასა და რეკომენდაციებს. საბუთების შედგენა და მოპოვება ფასში არ შედის.
დაჯავშნე: „ჩემი განაცხადის გეგმა“განაცხადის შემოწმება
სამოტივაციო წერილისა და CV-ის შეფასება, პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი, ნაკლული საბუთების იდენტიფიცირება და კონკრეტული, პრიორიტეტებად დალაგებული რეკომენდაციები განაცხადის საბოლოო მზაობის შეფასებით.
ტექსტის რედაქტირებაში AI-ს ვიყენებთ დამხმარე ინსტრუმენტად; საბოლოო შეფასებას სპეციალისტი ადასტურებს. დაფინანსების მიღებას მომსახურება არ იძლევა გარანტიას.
დაჯავშნე: განაცხადის შემოწმებაფასები მითითებულია ლარში. საპაკეტო ფასი თვეშია, დანარჩენი ერთჯერადია. წვდომა იხსნება გადახდის დადასტურების შემდეგ. ონლაინ გადახდა ამ ეტაპზე ჩართული არ არის; სწორედ ამიტომ გაძლევთ 14 დღეს ყველაფრის უფასოდ გასაცნობად, ბარათის გარეშე.
დაფინანსების შერჩევა და მართვა ერთ სივრცეში.
შესაბამისობა, თანადაფინანსების გამოთვლა და განაცხადის ვადები, ოფიციალურ პირობებზე დაყრდნობით.
- 01
შესაბამისობა
პროფილი აჩვენებს, რომელი ოფიციალური პროგრამის პირობებს ემთხვევა შენი ბიზნესი.
- 02
თანადაფინანსება
როცა წყარო აქვეყნებს დაფინანსების წილსა და ხარჯის ლიმიტს, კალკულატორი აჩვენებს შესაძლო დაფარვასა და შენს წილს.
- 03
გეგმა და ვადები
შეინახე შესაძლებლობები, აკონტროლე განაცხადის ეტაპები და ვადები.
- 04
წყაროს გადამოწმება
ახალი ჩანაწერი ჯერ ადმინის განხილვაში ხვდება; მხოლოდ დადასტურებული ინფორმაცია ქვეყნდება.
საბოლოო დაფინანსებასა და განაცხადის უფლებას განსაზღვრავს პროგრამის განმახორციელებელი.
შეადარე პაკეტები
| ფუნქცია | სტარტერი9.90 ₾ | პრო19.90 ₾ | ბიზნესი49.90 ₾ | პერსონალიზებული |
|---|---|---|---|---|
| ძიება | ||||
| სრული შეფასებები, რომლებსაც თვითონ ირჩევ | 3 | 5 | ყველა | ყველა |
| ოფიციალური წყაროს ბმული და საჭირო საბუთების სია ყოველ გრანტზე | ||||
| სტუდენტური განყოფილება | სტუდენტური პაკეტი | სტუდენტური პაკეტი | სტუდენტური პაკეტი | სტუდენტური პაკეტი |
| შენახვა და ვადები | ||||
| გრანტის შენახვა და ცვლილებების ნახვა | ||||
| ვადების კალენდარი პლატფორმაში | ||||
| გეგმა ეტაპებით | ||||
| განაცხადი | ||||
| მზაობა: საბუთების სტატუსი გრანტზე | ||||
| შენიშვნები და ამოცანები ვადებით | - | |||
| დონორები, რომლებიც შენნაირ ორგანიზაციებს აფინანსებენ | - | |||
| ფინანსები | ||||
| ფინანსური კალკულატორი (თანადაფინანსება) | - | - | ||
| პოტენციური დაფინანსების ჯამი გეგმაში | - | - | ||
| გეგმის ექსპორტი (CSV) | - | - | ||
| ბიუჯეტი: დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯი, გაფრთხილება გადახარჯვაზე | - | - | ||
| ავტომატიზაცია | ||||
| რამდენიმე პროფილი ერთ ანგარიშში | - | - | ||
| ელფოსტით შეხსენება შენახული გრანტების ვადებზე | - | - | ||
| მხარდაჭერა | ||||
| პირადი კონსულტაცია (ცალკე ფასი) | 50 ₾ | 50 ₾ | 150 ₾ | შეთანხმებით |
წყაროები, რომლებსაც ვამოწმებთ
კარუსელში არის დონორი, განმახორციელებელი, პროგრამა და საინფორმაციო პორტალი. ეს პარტნიორობას არ ნიშნავს; თითოეულ დაფინანსებას ოფიციალურ გვერდზე ვადასტურებთ.
GITAბიზნესის დაფინანსება
Cheveningსტუდენტური დაფინანსებახშირად დასმული კითხვები ფასებზე
სტარტერი 9.90 ₾, პრო 19.90 ₾, ბიზნესი 49.90 ₾ თვეში; სტუდენტური პაკეტი 19.90 ₾ თვეში. პერსონალიზებული პაკეტის ფასი ინდივიდუალურად შეიძლება შეთანხმდეს. ფასები ლარშია.
დიახ. პაკეტის არჩევიდან 14 დღე არჩეული პაკეტის ფუნქციები უფასოა, ბარათი არ არის საჭირო. უფასო პერიოდის შემდეგ მონაცემები შენარჩუნებულია, ფუნქციების გასახსნელად კი პაკეტი უნდა აირჩიო.
ელფოსტის ავტომატიზაცია (ახალი შესაბამისი გრანტები, ვადამდე 7 და 1 დღით ადრე შეხსენება, ცვლილებები) მხოლოდ ბიზნეს და პერსონალიზებულ პაკეტშია. სხვა პაკეტებში ყველაფერი პლატფორმაში ჩანს.
სტარტერში 3 სრული შეფასების გახსნა შეგიძლია, პროში 5-ის, ბიზნესში კი ყველა ბიზნეს გრანტის. რომელ გრანტზე გახსნა, თვითონ ირჩევ; ერთხელ გახსნილი პერიოდის ბოლომდე რჩება და იმავე გრანტის ხელახლა ნახვა ადგილს არ ხარჯავს. პრო დამატებით გაძლევს შენიშვნებსა და ამოცანებს, ბიზნესი კი ელფოსტით ვადების შეხსენებას, თანადაფინანსების კალკულატორს, პოტენციური დაფინანსების ჯამს, CSV ექსპორტს და რამდენიმე პროფილს.
დიახ, ნებისმიერ დროს; ახალი პაკეტი შემდეგი პერიოდიდან ამოქმედდება.
სტუდენტური განყოფილება სხვა კითხვარითა და სხვა გრანტებით მუშაობს (სტიპენდიები, საფეხური, ქვეყნები). ფასი 19.90 ₾ თვეში, 14 დღე უფასოდ.
ბარათის მითითებისას 14-დღიანი უფასო პერიოდი იწყება. ამ ვადის ბოლოს არჩეული პაკეტის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება მითითებული ბარათიდან და შემდეგ ყოველთვიურად განახლდება. გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია. გაუქმების შემდეგ ავტომატური ჩამოჭრა აღარ მოხდება.
არა: გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. სწორედ ამიტომ გაძლევთ 14 დღეს ყველაფრის უფასოდ გასაცნობად: ჩამოჭრამდე შეგიძლია გამოწერა გააუქმო და გადახდა არ მოხდება.
ნახე, როგორ გამოიყურება შენი დაფინანსება GrantRadar-ში
შექმენი პროფილი და აირჩიე პაკეტი. პირველი 14 დღე უფასოა.
14 დღე უფასოდ